არქიმედე
არქიმედე მოღვაწეობდა დაახ.ძვ.წ.287- 212 წლებში. იგი იყო ასტრონომ ფიდიას შვილი. არქიმედე ბავშვობიდანვე დიდ ინტერესს იჩენდა სწავლისადმი. იგი მშობლიურ ქალაქ სირაკუსეში ცხოვრობდა, ბავშვობიდანვე დიდ ინტერესს იჩენდა სწავლისადმი მას ალექსანდრიაში ჰყავდა მეგობრები (ევკლიდეს მოწაფეები-კანონი სამოსელი, ერატოსთენე,დოზითესი და სხვები) მათთან წერილობითი ურთიერთობა ჰქონდა. იგი ე.წ. „არქიმედეს ხრახნის“ გამოგონების შემდეგ გაემგზავრა ეგვიპტეში და მათ თავისი გამოგონება გააცნო. „არქიმედეს ხრახნს“ ეგვიპტელები ხმარობდნენ მდ.ნილოსის ნაპირიდან წყლის ამოსატუმბად და მის გადასანაწილებლად ისეთ ადგილებში, სადაც ნილოსის წყალი ადიდების დროს არ აღწევდა.
არქიმედე სირაკუსეს მეფის ჰიერონთან (ძვ.წ.270-215წწ) დაახლოებული იყო, როგორც კარგი მექანიკოსი,დანიშნული იყო მთავარ სამხედრო იჟინრად. ამ დარგში 47-50 წლის ასაკამდე მუშობდა. გამოიგონა მთლი რიგი სამხედრო მანქანები, რომელსაც უზარმაზარი ტვირთის აწევა შეეძლო.
მეფე ჰიერონმა ეგვიპტის მეფეს პტოლომეს აუშენა და საჩუქრად მიართვა უზარმაზარი ხომალდი „სირაკოსი“’, მაგრამ მეფის მიერ მოყვანილმა ხალხმა ხომალდი ადგილიდან ვერ დაძრა. მაშინ არქიმედემ გააკეთა ისეთი მექანიზმი, რომ თვით მეფემ ადვილად ჩაუშვა გემი წყალში. გახარებულმა მეფემ თურმე შესძახა : „დღეიდან რაც არ უნდა თქვა, ჩვენო არქიმედე, ყველაფერს სიმართლედ მივიჩნევ“. სწორედ მაშინ იყო , რომ არქიმედეს უთქვამს: „მომეცი საყრდენი წერტილი და დედამიწას დავძრავ“.
ბერძენი ისტორიკოსის
პოლიბიოსის გადმოცემით , ერთხელ მეფე ჰიერონმა ოქრომჭედელს თავისთვის გვირგვინი დაუკვეთა.
როცა დაკვეთა შესრულებული იქნა, მეფე დაეჭვდა ოქრომჭედლის კეთილსინდისიერებაში. მეფემ
არქიმედეს დახმარებისთვის მიმართა. არქიმედემ მაშინვე ვერ გასცა პასუხი მეფეს, მაგრამ
დღენიადაგ იმაზე ფიქრობდა ოქრომჭედელმა კეთილსინდისიერად შეასრულა თუ არა დაკვეთაო.
და როცა აბანოში წყლით სავსე აბაზანაში ჩაეშვა , მან შენიშნა, რომ რაც უფრო ღრმად იძირებოდა,
მით მეტი წყალი იღვრებოდა აბაზანის კედლებიდან და მიხვდა რომ სწორედ ეს იყო პრობლემის
გასაღები. იგივე მეთოდი მიესადაგებოდა გვირგვინსაც, გვირგვინის ზომის განსაზღვრა შეიძლებოდა
მისი წყლიან ჭურჭელში ჩაძირვით, რათა ენახა რამდენი წყალი გადმოიღვრებოდა. ამ აღმოჩენამ
არქიმედე ისე გაახარა, რომ ყვირილით „ევრიკა“, „ევრიკა“(მე ვიპოვე) ნახევრად
შიშველი სახლისკენ გაიქცა. არქიმედემ დაადგინა რომ ოქრომჭედელს „სული წაუწყმედია“ და
მეფის მიერ მიცემულ ხალას ოქროში ვერცხლი გაურევია. ასე იქნა აღმოჩენილი ე.წ. „არქიმედეს კანონი“: სითხეში ჩაშვებული ყოველი სხეული
წონში კარგავს იმდენს, რამდენს, რამდენსაც იწონის მის მიერ გამოდევნილი სითხე.
არქიმედეს მანუსკრიპტი ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი დოკუმენტია, რაც კი ადამიანის ხელით შექმნილა.
მანუსკრიპტი 1000 წლის განმავლობაში დაკარგული იყო. ამ ნაშრომში არქიმედე უბრალოდ პასუხებს კი არ იძლეოდა გამოთვლებზე, არამედ თავის იდუმალ ფიქრებსაც ააშკარავებდა, რითაც ცხადი ხდებოდა, თუ როგორ მუშაობდა. ეს იყო წიგნი, რომელსაც თავად „მეთოდს” უწოდებდა. ანტიკური ხანის ლიტერატურაში მსგავსი წიგნი ფაქტიურად არ გვხვდება და ამით „მეთოდი” უნიკალურია.
როცა მეცნიერებმა მუშაობა დაიწყეს, რათა ამ მყიფე დოკუმენტიდან ტექსტი აღედგინათ, აღმოაჩინეს, რომ არქიმედე გაცილებით უსწრებდა დროს, ვიდრე მანამდე ეგონათ. ახალი აღმოჩენები ცხადყოფს, რომ არქიმედე არამარტო ეჭიდებოდა უსასრულობის საკითხს, არამედ მისი მეთოდი მოცულობის გამოსათვლელად უსასრულო ნაწილების გამოყენებაზე გაცილებით დახვეწილი იყო, ვიდრე წარმოედგინათ. ფაქტიურად მისი მეთოდი იგივე იყო, რაც თანამედროვე კალკულუსში გამოიყენება მსგავსი პრობლემების გადაწყვეტისას. არქიმედე გაცილებით ახლოს იყო დღევანდელი ეპოქის მეცნიერებასთან, ვიდრე მანამდე ეგონათ. გასაოცარია იმის წარმოდგენა, რომ მათემატიკის დარგი, რომელიც თანამედროვე განვითარების უმთავრესი შემადგენელი ნაწილია, 2000 წლის წინ მცხოვრები ადამიანის მიერ ყოფილა წამოწყებული. განსაცვიფრებელია იმის გააზრება, რომ თუკი მეცნიერებს არქიმედეს მანუსკრიპტზე წვდომა ექნებოდათ, ჩვენ ახლა გაცილებით განვითარებულები ვიქნებოდით, დღესდღეობით შეიძლებოდა მარსზე ვყოფილიყავით, გაცილებით განვითარებული კომპიუტერები გვქონოდა, რომლებიც ადამიანებივით ჭკვიანი იქნებოდნენ...
მისი საიდუმლოებები ამდენი ხნის განმავლობაში დაფარული რომ არ ყოფილიყო, სამყარო დიდი ალბათობით უფრო სხვანაირი იქნებოდა, ვიდრე დღეს ვხედავთ.
აუქციონზე ის 2 მილიონ დოლარად გაიყიდა. მფლობელმა ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა, მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ამერიკელი მილიარდერია და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწეობით გახდა მდიდარი. თუმცა ამ ნაშრომის ხელში ჩასაგდებად და შესასწავლად მთელი მსოფლიოს კვლევა-ძიების ინსტიტუტები იბრძოდნენ.
არქიმედეს მნიშვნელოვანი მიღწევა ისიცაა, რომ მან შეიმუშავა პის (π) მნიშვნელობა, რომელიც ალბათ ყველაზე ცნობილ მათემატიკურ სიმბოლოს წარმოადგენს. წრის ფართობის გამოსათვლელად აუცილებელი მუდმივა მეცნიერების ერთ-ერთი უმთავრესი საშენი ბლოკია, ის ბორბლის გამოგონების მათემატიკურ ექვივალენტს წარმოადგენს. წრის შიგნით და გარეთ მრავალკუთხედების დახაზვით არქიმედემ დააზუსტა, რომ π მოქცეული იქნებოდა 3 10/71-სა და 3 1/7-ს შორის. ეს საკმაოდ მიახლოებითი მნიშვნელობაა, ინჟინრები დღესაც იყენებენ 3 1/7-ს და პრაქტიკული გამოყენების მხრივ საუკეთესოა.
არქიმედემ
თაობებს დაუტოვა შემდეგი ნაშრომები:
1) ორი წინგნი სფეროსა
და ციინდრის შესახებ.
2) წრის გაზომვის შესახებ
3)კონოიდებისა და სფეროიდების შესახებ.
4)ხვიათა შესახებ.
5)ორი წიგნი ბრტყელი ნაკვეთების შესახებ.
5)ორი წიგნი ბრტყელი ნაკვეთების შესახებ.
6)პარაბოლას კვადრატურის შესახებ.
7) ქვიშის გამოთვლის შესახებ.
8)ორი წიგნი მცურავი სხეულების შესახებ .
9) მიმართვა ერატოსთნესადმი მექნიკური წინადადებების
დამუშავების მეთოდის შესახებ.
10 ) სხვადასხვა მათმატიკური საკითხები და ა.შ.
წიგნი სფეროსა და ცილინდრის შესახებ იწყება დიოსიფესთან გაგზავნილი წერილით. არქიმედე წერს, რომ პირველად აქვეყნებს მის მიერ მიღებულ შედეგებს, რათა მათემათიკოსებს ჰქონდეთ შესაძლებლობა გეცნონ მას. ეს შედეგებია:
1)სფეროს ზედაპირის
ფართობი დიდი წრეწირის გაოთხკეცებული ფართობის ტოლია.
2)სეგმენტური ზედაპირის ფართობის იმ წრის ფართობის ტოლია, რომლის რადიუსი სეგმენრის წვეროდან მის წრიულ პერიფერიაზე დაშვებული მონაკვეთის ტოლია.
3)სფეროზე შემოხაზული ცილინდრის მოცულობა, რომელსაც ფუძედ აქვს სფეროს დიდი წრეწირი, ხოლო სიმაღლედ მისი დიამეტრი, სფეროს მოცულობის 3/2 -ის ტოლია.
4)ასეთი ცილინდრის ზედაპირი,თავისი ფუძეების ჩათვლით, ასევე სფეროს ზედაპირის 3/2-ის ტოლია.
2)სეგმენტური ზედაპირის ფართობის იმ წრის ფართობის ტოლია, რომლის რადიუსი სეგმენრის წვეროდან მის წრიულ პერიფერიაზე დაშვებული მონაკვეთის ტოლია.
3)სფეროზე შემოხაზული ცილინდრის მოცულობა, რომელსაც ფუძედ აქვს სფეროს დიდი წრეწირი, ხოლო სიმაღლედ მისი დიამეტრი, სფეროს მოცულობის 3/2 -ის ტოლია.
4)ასეთი ცილინდრის ზედაპირი,თავისი ფუძეების ჩათვლით, ასევე სფეროს ზედაპირის 3/2-ის ტოლია.
განვიხილოთ მესამე წინადადება: მას თვით არქიმედე უდიდეს
მნიშვნელობას აიჭებდა. გადმოცემით ცნობილია, რომ არქიმედემ ითხოვა მისი საფლავის ძეგლზე
ამოეტვიფრათ ცილინდრში ჩახაზული სფერო, რაც შეუსრულეს და ციცერონმა სწორედ ამ გამოსახულებით
იპოვა არქიმედეს საფლავი.
პლუტარქე გადმოგვცემს:
ძვ.წ. 215 წელს რომაელთა სარდალი მარცელიუსი დიდძალი
ჯარით სირაკუსს მიადგა. ზღვიდან და ხმელეთიდან ერთდროულად შეუტია, რათა პირველივე იერიშით
აეღო სირაკუსი. სირაკუსელები უაზროდ თვლიდნენ წინაარმდეგობა გაეწიათ ასეთი დიდი სამხედრო
ძალისთვის, მაგრამ არქიმედემმოქმედებაში მოიყვანა თავისი გამოგონებული მანქანები. მანქანებიდან
საოცარი სისწრაფითა და ხმაურით გასროლილი ვეებერთელა ქვებმა დიდი არეულობა შეიტანა რომაელთა რიგებში. ამავე დროს, რომაელთა
ხომალდებს მუსრს ავლებდა სირაკუსის ციხესიმაგრიდან გასროლილი ხის მძიმე კოჭები, რის
შედეგადაც რომაელთა ხომალდები ქალაქის კედლებს ენარცხებოდა. მარცელიუსი იძულებული გახდა
შეტევა შეეწყვიტა. სამი დღის შემდეგ რომაელებმა მაინც შეძლეს სირაკუსის აღება. რომაელთა
ჯარებმაქალაქის ძარცვა დაიწყეს. არქიმედე კი
იმ დღეს გატაცებული იყო რომელიღაც თეორემის განხილვით. გადმოცემით იგი ქუჩაში იჯდა
და იმდენად ჩაფიქრებული დასცქეროდა ქვიშზე დახაზულ გეომეტრიულ ნაკვეთებს , რომ არც
კი გაუგია ქალაქის აღება. არქიმედემ, როდესაც დაინახა მისკენ მომავალი რომაელი ჯარისკაცი შეჰყვირა:“არც გაბედო
ჩემი წრეების გაფუჭება“. ჯარისკაცმა მოკლა არქიმედე, ის მაშინ 75 წლის იყო.
ჩემი წრეების გაფუჭება“. ჯარისკაცმა მოკლა არქიმედე, ის მაშინ 75 წლის იყო.
Комментариев нет:
Отправить комментарий