пятница, 3 апреля 2015 г.

" ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ"                                             რენე დეკარტი

"მათემატიკა არის ენა, რომელზეც ღმერთი ესაუბრება ადამიანებს"                                                                                                              პლატონი





     ძვ.წ. 25-20 საუკუნის წინათ უმრავლეს ქვეყანაში მათემატიკას განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა. რა თქმა უნდა, თავდაპირველად იგი განვითარების დაბალ დონეზე იდგა, მაგრამ მეურნეობის და ეკონომიკის განვითარების მიზნით, მოაზროვნე ადამიანები თვალს ადევნებდნენ ბუნების მოვლენებს, სწავლობდნენ მის საიდუმლოებას. ძველი სამყაროს თითქმის ყველა ქვეყნის მოაზროვნე არა მარტო მათემატიკოსი, არამედ ასტრონომიც იყო. თანაც, როგორც მათემატიკა , ისე ასტრონომია ძველი სამყაროს ცალკეულად აღებულ ქვეყნებში ისე ვითარდებოდა, რომ სხვადასხვა ქვეყნის სწავლულთა შორის არავითარი კავშირი და მეცნიერული ურთიერთობა არ არსებობდა.      მოგვიანებით კი, როცა ქვეყნებს შორის პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობა ფართო ხასიათს ღებულობს, ადამიანები მიხვდნენ, რომ საზოდოების შემდგომი პროგრესისათვის საჭიროა ფართო მეცნიერული ურთიერთობა და მეცნიერული მიღწევების ურთიერთგაცვლა. მიღებული მატერიალური ფასეულობების არა მარტო საკუთარ ქვეყანაში დანერგვა, არამედ სხვა ქვეყნის მოაზროვნეებისათ
ვის მისი გაზიარება. (გავიხსენოთ როგორ ისწავლა ეგვიპტელი ქურუმებისგან თალესმა პირამიდის სიმაღლის გაზომვა და როგორ გამოიყენა იგი თავის ქვეყანაში, ანდა არქიმედემ როგორ ასწავლა თავისი გამოგონებული წყლის საქაჩით ნილოსიდან წყლის ამოქაჩვა ეგვიპტელებს და ა. შ.) ამიტომაც იყო, რომ თალესი, პითაგორა, ჰეროდოტე, პლატონი და მრავალი სხვა სწავლული ცოდნის შესაძენად სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობდა.     

  მათემატიკის  განვითარებაში, რა თქმა უნდა, ყველა ხალხი მონაწილეობდა, მაგრამ შეუძლებელია ხაზი არ გავუსვათ შორეულ ეპოქაში მოღვაწე ეგვიპტელ, ჩინელ, ინდოელ სწავლულთა წვლილს.  განსაკუთრებით აღსანიშნავია ბერძენ სწავლულთა წვლილი, რადგან მათ მოჰკიდეს ხელი მეცნიერების შესწავლას, ჯერ სისტემაში მოიყვანეს ნააზრევი, ხოლო შემდეგ გიგანტური ნაბიჯებით წაიწიეს წინ.